ამერიკა ზელენსკის ტყვედ ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად ევაკუაციას სთავაზობს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის მხრიდან კიევზე აქტიური იერიშია და არსებული საფრთხის გამო, უკრაინის პრეზიდენტს ეაკუაცია შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს აშშ-ს შეთავაზებაზე მისი კიევიდან ევაკუაციის შესახებ. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

აშშ-ის და უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის მთავრობა მზად არის დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის დატოვებაში, რათა თავიდან აიცილოს მისი ტყვედ ჩავარდნა ან მოკვლა, თუმცა პეზიდენტი ზელენსკი ჯერჯერობით უარს ამბობს ქვეყნის დატოვებაზე.

იმის დასტურად, რომ პრეზიდენტი კიევში რჩება, ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

“ქართველ ხალხს ესმის, რომ მეგობარს მხარი უნდა დაუჭირონ”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

მსგავსი თემები