საქართველოს ტყეებში მალე ირემი გაქრება – თბილისის ზოოპარკი საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

თბილისის ზოოპარკმა საფრთხეში მყოფი ცხოველების გადარჩენის კამპანია დაიწყო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია იშვიათი სახეობების გამრავლება და მათი ბუნებაში დაბრუნება. 

პროექტის განსახორციელებლად დამატებითი ფინანსების მოსაზიდად თბილისის ზოოპარკი მოქალაქეებისგან თანადგომას ითხოვს.

“თბილისის ზოოპარკი საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების: კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ზოოპარკში რეაბილიტაციას გადიან დაობლებული ბელებიც. ამ რთული და ძვირადღირებული პროექტების წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოების მხარდაჭერასა და ფინანსურ თანამონაწილეობაზე. ერთად ვაჩუქოთ მომავალი ცხოველებს! დავეხმაროთ გადარჩენაში!”, – ნათქვამია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ინფორმაციით, შეწირულობის შესახებ ინფორმაცია თბილისის ზოოპარკის გვერდზე პერიოდულად განთავსდება.

მსგავსი თემები