საპროკურორო საბჭო დღეს პირველად შეიკრიბება, ერთი მსურველი კი კანდიდატურას მოხსნის  

გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, საპროკურორო საბჭო დღეს პირველად შეიკრიბება და სხდომას გამართავს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, პროკურორობის 17-ვე კანდიდატის დოკუმენტაციას შეისწავლიან და შერჩევის წესსაც განიხილავენ.

„საპროკურორო საბჭო, შეამოწმებს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის შესაბამისობას “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან. ასევე, წარმოდგენილი  განკარგულების სისრულეს. სხდომაზე ასევე, იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე“ – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ , რომ საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა 13:00 საათზე გაიმართება. ასევე, ერთ-ერთი კანდიდატი, დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს და საკუთარ კანდიდატურას მოხსნის.  

მსგავსი თემები