საზოგადოებას აქვს მენტალური პრობლემა, არავინ თანამშრომლობს გამოძიებასთან – ირაკლი შოთაძე

ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის აზრით, ქართულ საზოგადოებას აქვს მენტალური პრობლემა, რადგან ხშირად დანაშაულის თვითმხილველები არ თანამშრომლობენ სამართალდამცავ უწყებებთან და გამოძიებას არ აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას.

როგორც ირაკლი შოთაძემ, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ დროებით საპარლამენტო  სხდომაზე დღეს განაცხადა, ეს არ არის ცალკე აღებული არც პროკურატურის და არც შსს – ს პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა და როდესაც ადამიანი შეესწრება დანაშაულს, ის უნდა მივიდეს პოლიციაში და  ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

“ინციდენტში ათეულობით ახალგაზრდა მონაწილეობდა და სულ რამდენიმე მოწმე იძლევა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, საიდანაც მოხდა მძიმე დანაშაულში გარკვეული პირების მხილება”, – აცხადებთ შოთაძე.

რაც შეეხება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ის მივიდა განყოფილებაში, მისმა შვილმა მისცა ჩვენება და მათ ბოლომდე ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

აღსანიშნავია, რომ მირზა სუბელიანი, დაახლოებით 2 თვის წინ, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, სწორედ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი თემები