„რა მნიშვნელობა აქვს “კორონავირუსია” თუ ჰაინეკენი! თქვენ ხართ ქა-ჯე-ბი“ – მიმართვა ჟურნალისტებს

საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი იმ ჟურნალისტებს მიმართავს, ვინც დღეს ინფექციურ საავადმყოფოში, „კორონავირუსის“ შემთავევების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ და მათ „ქაჯებს“ უწოდებს.

„ინფექციურში ვინც იყავით ჟურნალისტები, რომლებსაც არ გეკეთათ არც ხელთათმანი არც დამცავი პირბადე, ყველა ხართ ქაჯები. თ​ქვენმა ხელმძღვანელობამ ფული მარტო იმაში კი არ უნდა გიხადოთ, რომ თხებივით მივარდეთ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, რა მნიშვნელობა აქვს “კორონავირუსია” თუ ჰაინეკენი! თქვენ ხართ ქა-ჯე-ბი“ – წერს პარლამენტის წევრი.

შეგახსენებთ რომ, დღეს, ყაზბეგიდან ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე გადაიყვანეს. ამ ეტაპისთვის ინფექციური საავადმყოფოს შესაბამის „ბოქსში“ 3 ადამიანი რჩება, რომლებსაც გამოკვლევები უტარდებათ.   

https://mcm.ge/%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%96%e1%83%91%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9c-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97/

მსგავსი თემები