ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია იწყება

ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია თურქული სამხედრო თვითმფრინავით მოხდება. სამხედრო თვითმფრინავ უხანში უკვე გაფრინდა, რომელიც თურქეთის მოქალაქეებსაც გადმოიყვანს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ უხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით დატოვონ.

„უხანში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, რომლების ოჯახის წევრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, საშუალება აქვთ, საევაკუაციო თვითმფრინავით იმ ქვეყნებში გაფრინდნენ“ – აცხადებენ ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც უცხოური წყაროები ავრცელებენ.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას სხვა ქვეყნებიც გეგმავენ. საუბარია აზერბაიჯანის, ალბანეთის, აშშ-ს, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე.

მსგავსი თემები