2019 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10 513 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2019 წელს,  გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10 513 ფაქტი გამოვლინდა. განხორციელდა დეპარტამენტის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების 2 750 ინსპექტირება.

როგორც მინისტრის ანგარიშში ვკითხულობთ, მასშტაბურად მიმდინარეობს პარკების მწარმოებლების შემოწმების პროცესი, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის აკრძალული პარკები და  შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2019 წელს შემოწმდა პარკების მწარმოებელი 36 ობიექტი. სულ, ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა 1 808 000 ერთეული პლასტიკის პარკი.                                                      

„2019 წელს, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 20 ობიექტზე აიღეს ნიმუშები გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების (გმო) იდენტიფიცირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ნიმუშში, გმო მარკერი არ დაფიქსირდა. გრძელდება საავტომობილო საწვავის ხარისხის შესაბამისობის კვლევა. შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 188 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან დიზელის საწვავის 270 ერთეული სინჯია აღებული“ – აღნიშნულია გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშში.

მსგავსი თემები