პრემიერი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს არ უარყოფს

პოლიტიკურ, მათ შორის, სამთავრობო კულუატებსა და მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, მოქმედი მაღალჩინოსნებისა და მათი სავარაუდო შემცვლელების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კი დღეს მედიასთან არ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. 

„ვინ დაიკავებს, ამა თუ იმ თანამდებობას, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, პროგრამა, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს. ჩვენ უნდა დავძლიოთ გამოწვევები, რომელიც გვაქვს, მე ფაქტობრივად რამდენჯერმე გავეცი ამ შეკითხვას პასუხი. სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა, ეს გასაგებია. ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს,  მთავარი არის პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. ჩვენ ვართ გუნდი და გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ გუნდში, რომ 2020 წლის საარჩევნო პროგრამით, რომლითაც წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე,  ის პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე“ – განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი თემები