სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აგრარული ბაზრების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
„ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, როგორც ინსპექტირება ისე დოკუმენტური შემოწმება. სხვადასხვა დარღვევისთვის 37-მდე ობიექტი დაჯარიმდა, აქედან შვიდ შემთხვევაში აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი, რისთვისაც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სააგენტოს მითითების შესრულების შედეგად, ყველა ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.