„ნაციონალური მოძრაობა” ეს არის  მკვლელების ორგანიზაცია და არანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ე.წ ციხის ბუნტის საქმეზე „მედიაცენტ მთავარში ევროპული სასამართლოს მიერ 2 აპრილს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ 2006 წელს საქართველოში ე.წ ციხის ბუნტის საქმეზე 2 პატიმრის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე – 2 მუხლი, როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში. გოგა ხაინდრავა ხელისუფლებას მიმართავს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ფონზე გადაწყვეტილება არ უნდა დაიჩრდილოს.

ხაინდრავა იმ დეტალებზე საუბრობს, რაც 2006 წელს ე.წ ბუნტის დროს მოხდა.

„ბოკერია იყო ამ ყველა საქმის შემოქმედი და იდეოლოგი. დოკუმენტით მტკიცდება, რომ ციხის ბუნტის დროს, როცა 7 კაცი იქნა მოკლული ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი იმყოფებოდა ბაჩო ახალაიას კაბინეტში, მითითებებს აძლევდა მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დანაშაულებრივი გაერთიანება და არანაირი პოლიტიკური. ამაზე მოწმობს სტრასბურგის გადაწყვეტილებები. თუ გავეცნობით კარგად დასკვნას იქ არაერთი დანაშაულია ჩადენილი. კარები ჰქონდათ პატიმრებს დაკეტილი და საკნებში იყვნენ მოკლულები. შემდეგ ეს დაჭრილი ადამიანები გადაიყვანეს მე- 6 ციხეში, სადაც მოვლის არანაირი პირობები არ იყო და მესამე დანაშაული კიდევ ის იყო, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ უდანაშაულო ადამიანებისთვის და შეექმნათ ილუზია, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალებას. აუცილებლად უნდა მიეცეს საქმეს მსვლელობა. იყო ვაზაგაშვილის საქმეც, რობაქიძის საქმეც. ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას უნდა გაეცეს პასუხი, ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას დაიწყოს გამოძიება.“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით ახალაიას ჰქონდა ბრალი წაყენებული, თუმცა, როგორც ხაინდრავა აღნიშნავს ამ ბრალის მიღმა დარჩნენ მერაბიშვილი  და ბოკერია.


“მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები