„აღდგომაზე მრევლს ტაძარში მისვლას ვერ აუკრძალავ, მორწმუნეს ვირუსი ვერ შეაშინებს“ – გიორგი ხაინდრავა

კინორეჟისირი გიორგი ხაინდრავა ფიქრობს, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ხელისუფლება გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი  შეფასებით, ის, რაც დღეს ეკლესისთან დაკავშირებით ხდება, არის შეტევა ეკლესიაზე. აღნიშნული განცხადება გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ეს არ არის პირველი მცდელობა ეკლესიაზე შეტევის. დიახ, ის, რაც ხდება ეკლესიასთან დაკავშირებით, არის ეკლესიაზე შეტევა. ამ ყველა მოწოდებას ეკლესიის საწინააღმდეგოდ, აქვს მიუწვდომელი მიზანი. მე ვნახე, როგორი მოწესრიგებულია მრევლი საქართველოში. წარმოუდგენელია, ადამიანი ზიარებით დაინფიცირდეს. ზიარება არის საკურნებელი, წამალი, როგორ შეიძლება წამალმა მოგწამლოს“- განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, მრევლი ტაძარში უნდა მივიდეს.

„ადამიანები ტაძარში უნდა მივიდნენ. აღდგომას მრევლს ტაძარში მისვლას ვერ აუკრძალავ. როგორ ფიქრობთ, კორონავირუსის გამო მრევლი უარს იტყვის რწმენაზე? აბო ტფილელი გაიხსენეთ, რამდენი აწამეს და რწმენაზე უარი  ვერ ათქმევინეს. მორწმუნე ადამიანს ვირუსი შეაშინებს? მორწმუნე ადამიანს ქრისტეს სიყვარულზე უარს ვერავინ ათქმევინებს“ – აღნიშნა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.     

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები