მუმბაიში კორონავირუსით 50 ჟურნალისტი დაინფიცირდა

ინდოეთში, მუმბაიში კორონავირუსით 50 ჟურნალისტი დაინფიცირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 167 ჟურნალისტს, რომელიც პანდემიის გაშუქებაზე მუშაობდნენ, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, მათგან 50-ს ვირუსი დაუდასტურდა. დაინფიცირებულები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

მუმბაიში კორონავირუსით 4 666 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 232 ადამიანი.

მსგავსი თემები