“სამი დღის განმავლობაში სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქევყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 408 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მისივე განმარტებით, საქართველოში სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„ამ ეტაპზე არის 408 დადასტურებული შემთხვევა.სამი დღის განმავლობაში სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს. ასევე 85 იყო გამოჯანმრთელებული 18 აპრილს, დღეს არის 95. ანუ, ამ სამი დღის განმავლობაში 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა დაგვემატა. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, 408 პაციენტიდან გამოჯანმრთელებული 95 ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სტაციონარებში მკურნალობს 313 პაციენტი“ , – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები