“მეუფე იაკობის განცხადებები, გიორგი გახარიას წინააღმდეგაა მიმართული” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეუფე იაკობის განცხადებები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგაა მიმართული.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეუფე იაკობმა საჭიროა ახსნა-განმარტება გააკეთოს.

„საპატრიარქოს განცხადება არ მომისმენია. მე მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენს უწმინდესთან, საპატრიარქოსთან, სარწმუნოებასთან და ნამდვილად არ მინდა, გავხდე მონაწილე იმ განცხადებების, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. საჭიროა, ახსნა-განმარტებები მოვისმინოთ მეუფე იაკობისგან. მე მგონია, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ მისი განცხადებები გახარიასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ეს არის ამ განცხადებების გაგრძელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები