“ქართული ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც აქვს შანსი, მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა” – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკეტის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება”  ერთადერთი ძალაა, რომელსაც აქვს შანსი, 2020 წლის არჩევნების შემდგომ მთავრობა დააკომპლექტოს.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნებში კონკურენცია მაღალია.

“ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს იმის შანსი, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა 2020 წლის არჩევნების შემდგომ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ  საარჩევნო სისტემა იცვლება, ბუნებრივია, ეს ამოცანა ბევრად უფრო გართულებულია და პოლიტიკური კონკურენცია ბევრად უფრო მაღალი იქნება” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვიცე სპიკერი კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობასაც არ გამორიცხავს.   

მსგავსი თემები