“მეტისმეტად სტრესის მომტანი მგონია ამ დოზით ამ ეპიდემიაზე საუბარი” – ეკა ბესელია

“მეტისმეტად სტრესის მომტანი მგონია ამ დოზით ამ ეპიდემიაზე საუბარი”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

ეკა ბესელიას თქმით, დროა, ამ პანდემიის გარდა, სხვა მოვლენებისა და თემების განხილვისთვისაც მოიძებნოს დრო.

“სხვა რამეებიც ხომ ხდება ამ ქვეყანაში და იქნებ დაგვრჩა ყურადღების მიღმა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემები, რაც ასევე საყუარადღებოა. ყველაფერი ჩაანაცვლა ამ ვირუსმა და მასზე საუბარმა. ინფორმაციის ნაკადის და მაშტაბის მართვაც მნიშვნელოვანია.

ამ ვითარებაში კი მეტად უნდა მოვუსმინოთ ფსიქოლოგებს და მათ ანალიზს. ფსიქო ემოციური ფონის რეგულირებას და სიმშვიდის შენარჩუნებას ჭირდება კარგი ფსიქოლოგების ხშირი საუბარი

პ.ს. ამ პანდემიის დამარცხება უნდა მოხდეს სწრაფად და მათ შორის ინფორმაციულ ველში სხვა თემებისთვის ადგილის გათავისუფლებით, თორემ შთანთქა ყველაფერი”, – წერს ეკა ბესელია.

მსგავსი თემები