“იტალიამ დაასენიანა მთელი ევროპა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იტალიამ მთელი მთელი ევროპა დაასენიანა. 

მისი თქმით, ევროპაში, შემთხვევების რაოდენობა, თითქმის, ყველა იტალიიდანაა.

“რთულია ჩემთვის ამის თქმა, ქვეყანაზეა საუბარი, მაგრამ იტალიამ მთელი ევროპა დაასენიანა. იტალია, თუ არ ვცდები, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ევროპის პირველ სამეულში შედის, რაც ქვეყნის და ჯანდაცვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიას 5% და ცოტა მეტი აქვს, რაც კარგი არ არის. ჯანდაცვის სისტემა ძალიან დაიტვირთა და ვერ აუდიან”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები