ირანის ისლამური რესპუბლიკოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა.
როგორც ცნობილია, ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, მასუმ ებტეკარმა ტესტის ჩატარება გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაწყვიტა. პასუხი კი, დადებითი იყო.
ამასთან, კორონავირუსი დაუდგინდათ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესა და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც.