ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ისლამური რესპუბლიკოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც ცნობილია, ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, მასუმ ებტეკარმა ტესტის ჩატარება გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაწყვიტა. პასუხი კი,  დადებითი იყო.

ამასთან, კორონავირუსი დაუდგინდათ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესა და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც.

https://mcm.ge/კორონავირუსი-კიდევ-ერთ-ი/

მსგავსი თემები