ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვა

ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფალია. მან საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმებაში.

„განსაკუთრებით ოპოზიციის ყველა ლიდერს და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს, ასევე, სენატორ რიჩს და ბატონ კუბუილიუსს, რომ არა მათი ძალისხმევა, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მსგავსი თემები