“სანახევრო ფეხმძიმობა არ არსებობს, რურუა უნდა გათავისუფლდეს” – გიგი უგულავა

გიგი უგულავამ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე და არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ამ შეწყალების აქტზე, ამიტომ ბუნებრივია მას ადამიანურად მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა”, – განაცხადა უგულავამ.

უგულავა იმედოვნებს, რომ გიორგი რურუაც საპატიმროს მალე დატოვებს.

„არ არსებობს სანახევრო ფეხძიმობა. გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს მას ვერ შეიწყალებდა იმიტომ რომ ის მსჯავრდებული არ არის, ბრალდებულია, მაგრამ არსებობს მექანიზმი ბრალდებულის გათავისუფლების. მე იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილი შემდეგ მასაც შეიწყალებს,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

დღეს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

მსგავსი თემები