თბილისში საფეხმავლო ხიდები იხსნება, ქვეითებს “ზებრაზე” გადასვლა მოუწევთ

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა. საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები 20 ლოკაციაზე მოეწყობა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რკინის კონსტრუქციები მოიხსნება იქ, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

“დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 ადგილზე მოხდება მათი დემონტაჟი, სადაც ყველანაირად იქნება ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ განახორციელებს.

მსგავსი თემები