ბაგრატიონების დაპირისპირება და გადამალული ქონება – ორივე მხარე „მედიაცენტრ მთავარში“

ძვირადღირებული ავტომობილები: „პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“, – ეს იმ ქონების ჩამონათვალია, რომელიც, ამჯერად სამეფო ოჯახის დაპირისპირების მიზეზი გახდა. დედოფალ ანას მხარემ აღნიშნული ქონება 180 000 ლარად შეაფასა და ყოფილ მეუღლეს მისი ნახევარი – 90 000 ლარი მოსთხოვა.

დავით ბაგრატიონი ყოფილი მეუღლისთვის ქონების გაყოფას იმ მიზეზით არ აპირებს, რომ მანქანები მას მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში არ შეუძენია. ვინ ტყუის და აქვს თუ არა თაღლითობას ადგილი სამეფო კარზე, ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რომელსაც საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე დაახლოებით 2 კვირა დარჩა.

როგორც ირკვევა, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს, საკუთრებაში არა მხოლოდ ჩამოთვლილი ავტომანქანები, არამედ სხვა, ძვირადღირებული ქონებაც გააჩნია. უფრო სწორედ, გააჩნდა.

რაც შეეხება თაღლითობას, იმაში მდგომარეობს, რომ მან სხვა, ძვირადღირებული ქონება, მაგალითად, ფეშენებელური სახლი საგურამოში, მიწის ნაკვეთი, აპარტამენტები, სულ რაღაც 1 თვის წინ მოიშორა და საკუთარ ძმაზე გადააფორმა.

კონკრეტულად, რაში მდგომარეობს თაღლითობა, რა ქონების პატრონი იყო დავით ბაგრატიონი და სად „გადამალა“ მან ეს ქონება, დღეს, 11:00 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი ისაუბრებს და მტკიცებულებებსაც წარმოადგენს. მოპასუხე მხარე, დავით ბაგრატიონის წარმომადგენელი კი არსებულ ბრალდებებს ასევე „მედიაცენრ მთავარში“ უპასუხებს.

მსგავსი თემები