ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო, 31 მარტს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიმართება. ნაჩვენები იქნება პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟი.  გაჟღერდება ზვიად გამსახურდიას საყვარელი საფორტეპიანო და საოპერო ნაწარმოებები ცნობილი ქართველი ხელოვანების შესრულებით.

ღონისძიებაში, რომლის მხარდამჭერია თბილისის მერია, მონაწილეობას მიიღებენ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები. ისინი ისაუბრებენ პირველი პრეზიდენტის პოლიტიკურ და შემოქმედებით საქმიანობაზე. 

ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლი „რუსთავი“, ვალერიან შიუკაშვილი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „მძლევარი“, გიორგი ონიანი, დემეტრე გამსახურდია და სხვა.

საღამოს რეჟისორია დიმიტრი ღვთისიაშვილი, საღამოს გაუძღვება რატი ამაღლობელი.

მსგავსი თემები