„ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება“ – კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს

კახა კალაძე ამომრჩევლებს მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს, რომ დღის ბოლოს, არჩევნებში გამარჯვება მათთან ერთად იზეიმოს.

„ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ზუგდიდში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხულოში, იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. ასევე, მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს საგარეჯოში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოში, ოზურგეთსა და ახმეტაში, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას თუ როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ. მინდა, აქტიურობისკენ მოვუწოდო თბილისელებს, მთაწმინდის მოსახლეობას. თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველა წინასწარი პროგნოზის მოხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება“ – განაცხადა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები