“დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი” – გიორგი მარგველაშვილი

“ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი”, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდაზე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდელ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, არსებული პოლიტიკური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. 

„დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში.მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები