დაკარგული ბავშვი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს

დაკარგული მოზარდი, 11 წლის ელენე გიორბელიძე ნაპოვნია. გოგონა დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის დილით სკოლაში მივიდა, თუმცა, მას მერე არავის უნახავს.

ბავშვის ოჯახის წევრებმა პოლიციის განყოფილება დატოვეს. სამართალდამცველები ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებენ. სად იყო ბავშვი, იყო თუ არა ის გატაცებული, ამ დრომდე უცნობია. გოგონას ოჯახის წევრები სკოლის დირექციას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ის, რომ ბავშვი გაკვეთილებს არ ესწრებოდა, მასწავლებლებს მისთვის არ უცნობებიათ.

მო­ზარ­დი თავს კარ­გად გრძნობს. ელენე გიორბელიძე მე-4-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

მსგავსი თემები