უკრაინაში 90 ბავშვის გარდაცვალება დადასტურებულია

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, უკრაინაში, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, გარდაცვლილია 90 და დაშავებულია 100-ზე მეტი ბავშვი.  უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაევისა და ჟიტომირის აფეთქებებისას დაშავდა.

დანგრეულია 379 სასწავლო დაწესებულება, რომელთა შორის 59 სრულად არის განადგურებული. ყველაზე მეტი ნგრევა დონეცკის ოლქშია, სადაც 119 სასწავლო დაწესებულებაა დაზიანებული, მიკოლაევში – 30, სუმში -28, კიევის ოლქში -35, ხერსონის ოლქში -21, დედაქალაქში კი – 24.

პროკურორის ოფისის ინფორმაციით. არსებული მაჩვენებელი საბოლოო არ არის, რადგანაც, ომი აქტიურ ფაზაშია და ბევრ დანგრეულ შენობამდე ვერც მიდიან. ათასობით ბავშვი კი ისევ სარდაფებში იმალება.

რაც შეეხება კრემლს, პუტინი სამოქალაქო ობიექტებზე ცეცხლის გახსნას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს და სამოქალაქო ობიექტებს არ ერჩიან.

მეძუძური დედა და ჩვილი გარდაიცვალა

 

მსგავსი თემები