დაინფიცირებული მოძღვარი მღვდელმსახურებას ატარებდა

საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, რომ სასულიერო პირი, რომელსაც „ახალი კორონავირუსი“ დაუდასტურდა, საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობდა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

კითხვაზე, აღნიშნული სასულიერო პირი მონაწილეობდა თუ არა კვირას, ბზობის წირვაშიც, ჯაღმაიძე ასე პასუხობს: “რამდენიმე დღის წინ მონაწილეობდა მსახურებაში”.

მამა ანდრიამ, დღეს, სადეზინფექციო საშუალებებთან დაკავშირებით  განცხადებაც გააკეთა.

„გთხოვთ, იქონიეთ მხედველობაში, ტაძრებს სადეზინფექციო სითხის გატანა საპატრიარქოდან შეეძლებათ სამშაბათს და ოთხშაბათს“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. 

მსგავსი თემები