როგორ უნდა ვიკვებოთ „კორონავირუსის გასამკლავებლად  და იმუნიტეტის გასაძლიერებლად – პედიატრი „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

  •  

პედიატრი თემურ მიქელაძე ჩვილი ბავშვების და მოზარდების მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს შექმნილ ვითარებაში საკვების მიღებასთან დაკავშირებით. მედიკოსმა “მედიაცენტრ მტავარში” იმ რაციონზე ისაუბრა, რომელიც სავალდებულოდ უნდა მიიღოს ბავშვმა.

ახალშობილებისათვის დედის რძეს პედიატრი, საკვებ საშუალებად უალტერნატივოდ თვლის.

„სახლში დიდხანს ყოფნის შემდეგ, ხდება იმუნიტეტის დაქვეითება. წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ძირითადი რეკომედაციაა დედის რძე. მაქსიმალურად გვყავდეს ბავშვები ექსლუზიურად ძუძუთი კვებაზე, რადგან დედის რძეს გააჩნია უნიკალური თვისებები, ექსკლუზიურად ნიშნავს ყოველგვარი წყლის და სხვა დანამატების გარეშე. ბავშვებში აუცილებელია ბალანსირებული კვება: ბოსტნეული, ხილი, ხორცი, რძის პროდუქტები. 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, დანარჩენი კი რძის პროდუქტები. ხშირად ბავშვებს არ უყვართ ბოსტნეული ამიტომ მოვამზადებინოთ თავად სადილი და საკუთარი დიზაინით გაფორმებული შევთავაზოთ. მთელი ეს პროდუქტები სწორად უნდა იყოს გადანაწილებული.“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები