ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზის განცხადებით, ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო-ტექნიკური დახმარების პაკეტს გადასცემს. პრემიერის თქმით, ავსტრალია გააძლიერებს რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას.

„უკვე გამოვყავით, ჯამში, 390 მილიონი დოლარი. ჩვენ ასევე გაძლევთ დამატებით 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 ერთეულ „ბუშმასტერის“ ტიპის ჯავშანმანქანას. ამრიგად, „ბუშმასტერის“ ჯავშანტექნიკის ჯამური რაოდენობა იქნება 60. ავსტრალია ასევე უზრუნველყოფს დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, უპილოტო თვითმფრინავებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას, როგორც ამას უკრაინა მოითხოვს. ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ დამატებით ფინანსურ სანქციებს და მოგზაურობის აკრძალვას კიდევ 16 რუსი მინისტრისა და ოლიგარქისთვის… ჩვენ ავკრძალავთ რუსული ოქროს იმპორტს, რათა შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი ომი. ჩვენ ვუერთდებით კანადას, იაპონიას, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ამ სანქციებში. თუ პუტინს სურს დიდი ოცეულის შეხვედრაზე მოსვლა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ამას გააკეთებს, მაშინ ექნება ისეთი მიღება, როგორსაც იმსახურებს – არამეგობრული: ის არ სცემს პატივს კანონის უზენაესობას მსოფლიოში და არ იქცევა ამ მსოფლიოს ღირებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ენტონი ალბანეზიმ.

მსგავსი თემები