“გირჩის” ლიდერს ხულიგნობისთვის ბრალი წაუყენეს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს შსს-მ ბრალი წვრილმანი ხულიგნობისთვის წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას „გირჩის“ წევრები ავრცელებენ.

მათი თქმით, გირჩის ლიდერი დღეს პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და ბრალი  იგივე მუხლებით წაუყენეს, რაც მის თანაგუნდელებს – იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს.

შსს-ს განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება. გირჩის ლიდერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შესაბამის მასალებს სამართალდამცველები დღეს სასამართლოზე წარადგენენ.

 

მსგავსი თემები