თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება

საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს. საუბარია თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოებზე, რომლის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველ რიგში, ძეგლების აღწერა-ინვენტარიზაცია განხორციელდება, შემდგომ ეტაპზე კი  სრული რეაბილიტაცია დაიგეგმება.

„თუშეთში ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციის კვლევას. მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი თავისი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისათვის თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული, ან განადგურების პირას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ, პირველ რიგში, ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია და შემდგომში უკვე სრული რეაბილიტაცია“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება  ციხე-სოფლის  ჩამონათვალეს. ესენია: – ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა.

საწყის ეტაპზე, სამუშაოებისთვის  400 000 ლარი გამოიყოფა და პროცესში  ახალგაზრდები და სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

 

მსგავსი თემები