გიგი უგულავას პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდ​ა, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ამასთან, გიგი უგულავას საგამოძიებო უწყებებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს ჩატარდება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 11 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით იმავე დღეს უგულავა და გაბაშვილი შსს-ში გამოკითხეს.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი, დაზარალებულად ცნეს.

მსგავსი თემები