როდის შეუწყდებათ უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს „უვადო“ მოსამართლეებს

  •  

უზენაესი სასამართლოს ე.წ. უვადო მოსამართლეების უფლებამოსილების ვადები ცნობილია. არჩეული კანდიდატები თანამდებობაზე გარკვეული დროით დარჩებიან და ეს დრო თითოეული მათგანისთვის განსხვავებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ნახეთ რომელ წლამდე იქნებიან დღეს არჩეული მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში: ქეთევან ცინცაძე – 2053 წლამდე; ალექსანდრე წულაძე – 2049 წლამდე; ლევან მიქაბერიძე – 2047 წლამდე; გიორგი მიქაუტაძე – 2047 წლამდე; მამუკა ვასაძე – 2046 წლამდე; შალვა თადუმაძე – 2043 წლამდე; თამარ ზამბახიძე – 2040 წლამდე; ვლადიმერ კაკაბაძე – 2039 წლამდე; მერაბ გაბინაშვილი – 2038 წლამდე; მირანდა ერემაძე – 2038 წლამდე; ლალი ფაფიაშვილი – 2037 წლამდე; ნინო ქადაგიძე – 2034 წლამდე; მაია ვაჩაძე – 2027 წლამდე; ნუგზარ სხირტლაძე – 2025 წლამდე“ – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტმა, 20-დან უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

მსგავსი თემები