ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ადასტურებს, რომ მან და ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობა დატოვეს

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ “მედიაცენტრ მთავარს” დაუდასტურა, რომ ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ის თანამდებობებს ტოვებენ. ლევან კალანდაძის განცხადებით, მათ გადადგომის შესახებ განცხადება 8 ნოემბერს დაწერეს. 

“თითქმის ორი წელი, უფრო ზუსტად წელიწადი და ათი თვე ვიმუშავე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარიერული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ახლა დადგა დრო რაღაცეები შეიცვალოს” – განაცხადა ლევან კალანდაძემ. 

ლევან კალანდაძემ მადლობა გადაუხადა ბიზნესომბუდსმენს: “მადლობა ირაკლი ლექვინაძეს. უბრალოდ, მადლობა. ზედმეტი განმარტებებისა და კონკრეტიკის გარეშე”.

მსგავსი თემები