“ვინაიდან პროექტი თავისი მასშტაბით ისეთი ბუნებისაა, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის მასშტაბს და სახალხო პროექტია, გვინდა, დეტალურად გაიწეროს გეგმა სხვადასხვა მონაწილეს შორის“ “, – ამის შესახებ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სურვილია, რომ პროცესი იყოს საჯარო.
„ ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელმაც ახალი იმპულსი შესძინა ამ პროცესს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო ინიციატივაა. ეს რეალურად ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს.