ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ “მედიაცენტრ მთავარს” დაუდასტურა, რომ ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ის თანამდებობებს ტოვებენ. ლევან კალანდაძის განცხადებით, მათ გადადგომის შესახებ განცხადება 8 ნოემბერს დაწერეს.
“თითქმის ორი წელი, უფრო ზუსტად წელიწადი და ათი თვე ვიმუშავე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარიერული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ახლა დადგა დრო რაღაცეები შეიცვალოს” – განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ლევან კალანდაძემ მადლობა გადაუხადა ბიზნესომბუდსმენს: “მადლობა ირაკლი ლექვინაძეს. უბრალოდ, მადლობა. ზედმეტი განმარტებებისა და კონკრეტიკის გარეშე”.