15:00 საათის მონაცემებით, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 39.23%-მა მიიღო. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 2 090 589 მივიდა. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვაწოდა.
საარჩევნო უბნები ზუსტად 19:00 საათზე დაიხურება და ხმის მიცემაც შეწყდება. 19:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია სასტუმრო „ჰილტონის“ მედიაცენტრში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მოსახლეობის აქტივობის შესახებ მონაცემებს მოგვაწვდის.
დღესვე გამოქვეყნდება პლებისციტის შედეგები, რომელსაც 3 ორგანიზაცია ატარებს. ამომრჩეველთა განწყობით კი „მილი მეჯლისში“ უმრავლესობას ისევ მმართველი პარტია მოიპოვებს.
„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.
ეკაგულუა, სპეციალურად „მედიაცენტრიმთავარისთვის“ ბაქოდან.