ვაქცინაციის მიუხედავად, საქართველოში რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა

თბილისის  ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდგომ, საქართვლოს რამდენიმე მოქალაქეს ვირუსი დაუდასტურდა.

„ჩვენთან რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის, მაგრამ ათიდან თხუთმეტ შემთხვევაზე მეტი არ არის, რაც  ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ნახევარზე მეტი ჩვენთან ინგლისური შტამია და რეინფიცირებას სულ ათი თუ თხუთმეტი შემთხვევაა, მეტი არა. რაც შეეხება, ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებას, ასეთი შემთხვევები არის. არის რამდენიმე, ორი თუ სამი შემთხვევა სულ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები