ამ დროისთვის, „მილი მეჯლისის“ არჩევნებში 2 090 589 ამომრჩეველი მივიდა

15:00 საათის მონაცემებით, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 39.23%-მა მიიღო. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 2 090 589 მივიდა. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვაწოდა.

საარჩევნო უბნები ზუსტად 19:00 საათზე დაიხურება და ხმის მიცემაც შეწყდება. 19:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია სასტუმრო „ჰილტონის“ მედიაცენტრში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მოსახლეობის აქტივობის შესახებ მონაცემებს მოგვაწვდის.

დღესვე გამოქვეყნდება პლებისციტის შედეგები, რომელსაც 3 ორგანიზაცია ატარებს. ამომრჩეველთა განწყობით კი „მილი მეჯლისში“ უმრავლესობას ისევ მმართველი პარტია მოიპოვებს.   

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკაგულუასპეციალურად „მედიაცენტრიმთავარისთვის“ ბაქოდან.

მსგავსი თემები