“ალუდა ქეთელაური” ებრაულ ენაზე ითარგმნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

თსუ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოემის მთარგმნელი ასოცირებული პროფესორი მამუკა ბუცხრიკიძეა.

უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძეს განცხადებით, უნივერსიტეტში ებრაული ენისა და კულტურის შესწავლა იმ დროს დაიწყო და დაარსდა ებრაისტიკის კათედრა, როდესაც ეს სხვა ქვეყნებში მაინცდამაინც მიღებული არ იყო და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

„როგორც ებრაული ენის სპეციალისტები გვეუბნებიან, „ალუდა ქეთელაურის“ თარგმანი კონგენიალურია. ეს ყველაზე მაღალი შეფასებაა, რომელიც შეიძლება მთარგმნელმა დაიმსახუროს. ვულოცავ ქართულ და ებრაულ საზოგადოებას. ის კულტურული, ლიტერატურული ურთიერთობები, რომელიც ადამიანურ დონეზე გაგვაჩნია, აუციელებლად საჭიროებს წახალისებას, რათა ახალი პერსპექტივები შევძინოთ ჩვენს თანამშრომლობას“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. 

მსგავსი თემები