დავით გარეჯში, მესაზღვრეები სასულიერო პირებს არ უშვებენ

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტერსა და ჩიჩხიტურის კოშკი მესაზღვრეები სასულიერო პირებს არ უშვებენ.

არქიმანდრიტი კირიონის განცხადებით, აუცილებელია სტატუსკოს აღდგენა. მისი თქმით, დავით გარეჯი არამარტო სასულიერო პირებისთვის, ტურისტებისთვისაც უნდა გაიხსნას.

“ეკლესია ერთიანობაა. მე წავიდე შენ აქ იყო ესე არ გამოვა. ამას ვერ დავარქმევთ მონასტრის გახსნას იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ შევდივართ. ადგილობრივი მესაზღვრეებისგან განაცხადი ასეთია, რომ მონასტერში ჩვენ ვერ შევალთ,” – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, გახდა ცნობილი რომ დავით გარეჯი სასულიერო პირებისთვის გაიხსნებოდა. 

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, წლების შემდეგ ხელახლა დაკომპლექტებული ორ მხრივი კომისია მომდევნო შეკრებას საქართველოში გამართავს.

მსგავსი თემები