საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი” ღონისძიებას მართავს

დღეს, 16:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ორგანიზაციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სოციალურად დაუცველი ბავშვების ხელნაკეთი ნივთები და გაეცნონ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სოციალურ კამპანიას.

“ღონისძიების მთავარი მიზანია დამსწრე პირები გაეცნონ კარიტასის საქართველოში მუშაობის 25 წლის შედეგებს და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობას. საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას 1994 წლიდან ემსახურება,” – განუცხადეს ფონდის ორგანიზატორებმა “მედიაცენტრ მთავარს”.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ორგანიზაციის უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორები, დონორები, ელჩები, ორგანიზაციის თანამშრომლები და ბენეფიციარები.

ორგანიზაციის მისია წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ადამიანების დახმარებას და ქველმოქმედების, სამართლიანობის, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებითა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი” ღონისძიებას მართავს”

  1. I gotta favorite this site it seems invaluable invaluable

  2. I really appreciate this post. I have been looking everywhere for this! Thank goodness I found it on Bing. You have made my day! Thx again!