სააკაშვილს, ვაშაძესა და შკლიაროვს რევოლუცია სურთ – ირაკლი კობახიძე  

​პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მისი პიარმენჯერი შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ რევოლუციის მოწყობას გეგმავენ. ამ თემაზე საუბარს განსაკუთრებით ბოლო დროს მოუხშირეს, რადგან გაუჩნდათ განცდა, რომ მათთვის ვითარება რთულია.

“ისინი გვიანონსებენ რევოლუციას საკუთარი პირით და საკუთარი სიტყვებით, ფარული მოსმენა არ არის საჭირო. მე მაქვს მოსმენების საფუძველზე ასეთი ინფორმაცია, რუსთავი 2-ს ვუსმენ ხოლმე და პირდაპირ საუბრობენ სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. „იმედზეც“ ისმის იგივე, ისინიც აჩვენებენ შკლიაროვს და სააკაშვილს და ვაშაძეს და გვარამიას, ისინი პირდაპირ საუბრობენ რევოლუციაზე. ჩვენ ვიცით, ჩვენ რა „ღირებულებებზე“ არის აგებული ზოგადად ეს პოლიტიკური ძალა, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ შეუძლია აგრესიის და ძალადობის გარეშე, მათ ექნებათ მცდელობა, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს მცდელობა იყოს წარუმატებელი და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები