ოქუაშვილი არის მსახიობი, რომელიც ასრულებს “ნაცმოძრაობის” სცენარს – ირაკლი კობახიძე 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, ზაზა ოქუაშვილის  ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან იყო ამ უკანასკნელის ნაკლებ ინტელექტუალურ გონებაში მოხარშული მარტივი სცენარი.

როგორც ირაკლი კობახიძემ ტვ „პირველის“ თოქშოუ „რეაქციაში“ განაცხადა, ოქუაშვილი არის კონკრეტული მსახიობი, რომელიც ასრულებს “ნაცმოძრაობის” სცენარს და ამ თემასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

„ეს რუსთავი-2-ის, გვარამიას, შკლიაროვის მიერ დაგეგმილი სცენარი იყო, ამ სცენარის მიხედვით ყოველდღე რაღაც „სკანდალი“ უნდა აეგორებინათ. ყოველდღე ცდილობდნენ ფონის დამძიმებას, რაშიც თვითონ არიან გასვრილი, ის უნდა დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის. ეს არის რეკეტი, სარდაფი, უბედურება და ყველაფერი. მაგრამ ჩაუვარდათ ეს სცენარი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც ხდებოდა 2012 წლამდე, აღარ ხდება დღეს. ერთ დღეში გაეცა ყველა კითხვას პასუხი. თვითონვე ვეღარ ატრიალებენ რეალურად თემას, დაანონსებენ რაღაც უბედურებას, გამოდიან და ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ. თვითონ აღარ აქვთ კითხვები საკუთარი თავის მიმართ, არათუ მე შეიძლება მქონდეს. ნაციონალი რომ ხარ, აქ სერიოზული პრობლემა აქვს ნიკა გვარამიას, სხვანაირად გამორიცხულია. ნიკა გვარამიას რომ არ ჰქონდეს ინტელექტის პრობლემა, ასეთი გადარეული და გამწარებული ნაციონალი არ იქნებოდა „ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ჩაუვარდათ, გამომდინარე იქიდან რომ არც ერთ შემთხვევას არ ჰქონდა კონკრეტული საფუძველი.

მსგავსი თემები