მეორე ტური არის დემოკრატიულობის ნიშანი, ასე გვაფასებს ევროპა – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რასაც ადასტურებს მეორე ტურის საჭიროება, ამას აღიარებს ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება.

ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად შეფასდეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაზე მეტი ნეგატივი უშუალოდ მას შეეხო.

“არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ შეიძლებოდა ევროპული კამპანიის ჩატარება. რაც შეეხება ლეგიტიმურობას და დემოკრატიულობას, მგონი, ეს არის საქართველოს ისტორიაში, არ მიყვარს ეს სიტყვები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული. მეორე ტურმა აჩვენა, რომ არანაირი გაყალბება არ იყო, რამეთუ თუ სახელმწიფოს და მთავრობას რომ ნდომოდა გაყალბება, მაშინ, ალბათ, პირველი ტური სხვანაირად დამთავრდებოდა. მეორე ტური არის დემოკრატიულობის ნიშანი. ასე გვაფასებს ევროპა და საერთაშორისო თანამეგობრობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები