მოძალადე, რომელმაც 14 წლის ბავშვი მოიტაცა და 3-ჯერ გააუპატიურა, დაკავებულია

ძალადობის საშინელი ისტორიისთვის ძებნილი, 24 წლის მამაკაცი დაკავებულია. საგარეჯოს პოლიციამ ის 16 წლის ასაკს მიუღწეველ გოგონასთან, არაერთგზის სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავა. თუმცა, ამ კონკრეტულ დანაშაულს წინ კიდევ არაერთი ძალადობრივი ქმედება უსწრებდა, რომელიც მოძალადემ 14 წლის ბავშვის მიმართ ჩაიდინა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 2015 წლის 09 დეკემბერს დაიწყო: „საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ. ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე. 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. მიმდინარე წლის 9 ივნისს, პოლიციამ ძებნილი ქ. ბ. დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება“.

რაც შეეხება ძალადობის მძიმე ისტორიას, 14 წლის გოგონა რამდენიმე კაცმა მოიტაცა, ფერმაში მიიყვანეს, 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს, ბიჭმა ის საწოლზე მიაბა და რამდენჯერმე გააუპატიურა. შემდეგ კი უთხრა, რომ ის ცოლად უნდოდა.

სტატია ვრცლად, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

მსგავსი თემები