“მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა” – ბექა ლილუაშვილი

მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ დასაქმდებიან, ისევ მიიღებენ შემოსავლებს და მათი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდება და გაუმჯობესდება.

„მოგეხსენებათ, რომ გლობალურად, მსოფლიო ძალიან სწრაფად შევიდა ეკონომიკურ კრიზისში. გლობალურმა ეკონომიკამ დაიწყო შემცირება და საქართველოც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, -4 პროცენტიან შემცირებას ველოდებით მიმდინარე წელს, თუმცა ძალიან კარგია ის, რომ ეს კრიზისი, მოსალოდნელია, რომ გლობალურად, ისევე როგორც საქართველო სწრაფად გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან და მომდევნო წელს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ჩვენ გვაქვს 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა საპროგნოზო, ხოლო მომდევნო წლებში 5.5 პროცენტზე მეტია ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, წელს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენმა უამრავმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენელმა დაკარგა შემოსავლის წყარო, სამსახური, თუმცა, არსებული პროგნოზებიდან გამომდინარე, ძალიან სწრაფად მოხდება მდგომარეობიდან გამოსვლა“, –  განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ამ მძიმე პერიოდში, ვიდრე ეკონომიკური პროცესი სრულად გაიმართება და დაუბრუნდება ძველ მაჩვენებელს, ამ ადამიანებს შეუნარჩუნოს მინიმალური შემოსავალი, რომ მათ არ შეექმნათ ყოველდღიურობის, მიმდინარე ხარჯების გადახდის პრობლემა.

„ჩვენ, ამ მიმართულებით, თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც დააზარალა პანდემიამ, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ვეხმარებით კონკრეტული ნაბიჯებით და გარდა ამისა, ბიზნესს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს, რომელიც ასევე მწვავედ დაზარალდა, ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას, მხარდაჭერას ანტიკრიზისული გეგმების სახით, რომ კრიზისის მიმდინარეობის პროცესში მათ არ გაუშვან ჩვენი მოქალაქეები სამსახურიდან, არ შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა და ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ეხმარება ეკონომიკის გახსნაც, რაც ჩვენს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, დაუბრუნდნენ თავიანთ სამსახურს. თუ მათ ჰქონდათ აღებული შვებულება, ან უხდებოდათ ნაწილობრივ მუშაობა, დისტანციურად, ახლა გადავიდნენ მუშაობის განახლებულ რეჟიმზე, დაიწყონ აქტივობების განხორციელება, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს და მიიღონ დროებით შეჩერებული შემოსავალიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მსგავსი თემები

8 Thoughts to ““მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა” – ბექა ლილუაშვილი”

  1. It’s going to be end of mine day, however before ending I am reading
    this great paragraph to increase my knowledge.

  2. est une entreprise affilié a G.E.M Ménage pour les services à domicile, exclusivement spécialisée sur un métier, le ménage chez les particuliers.
    Depuis la création de l’entreprise, ses dirigeants n’ont eu de cesse de rechercher les techniques et les produits les plus adaptés
    à l’entretien ménager.

    Cette ultra spécialisation s’est traduite par la mise au point d’un savoir faire spécifique et exclusif dans ce métier du ménage à domicile.

    Tous nos intervenants sont formés selon notre méthode et nos techniques de ménage avant leur première intervention chez
    nos clients afin de vous Offrir un service de ménage haut de gamme, d’une grande fiabilité et d’une qualité constante, le tout à un prix compétitif.

    Nous haussons les standards de notre domaine d’activité et redonnons ses
    lettres de noblesse au métier de professionnels du ménage.

    Si vous cherchez ce qui est communément appelé «une femme de ménage »
    ou « un homme de ménage », nous vous invitons à visiter notre rubrique «
    Services ». Vous y trouverez votre bonheur!

    Pour plus de renseignements, ou pour une estimation gratuite,
    contactez-nous, ou remplissez notre formulaire de
    contact en ligne.

    N’hésitez pas a nous contacter 1866 809 0550

  3. What’s up, its good piece of writing about media print, we all be familiar with media is a wonderful source of data.

  4. Hmm is anyone else having problems with the images on this
    blog loading? I’m trying to figure out if its a problem on my end or if it’s the blog.
    Any suggestions would be greatly appreciated.

  5. Very good write-up. I definitely appreciate this website.

    Continue the good work!

  6. Hi! Do you use Twitter? I’d like to follow you if that would be ok. I’m undoubtedly enjoying your blog and look forward to new posts.

  7. I am now not certain where you are getting your information, but great topic. I needs to spend a while studying more or figuring out more. Thanks for magnificent info I used to be looking for this info for my mission.

  8. We’re a bunch of volunteers and opening a new scheme in our community. Your web site offered us with helpful info to work on. You’ve performed an impressive task and our entire neighborhood will likely be grateful to you.