,,განხორციელებული რეფორმები გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინები”- ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით,  საქართველო  გატარებული რეფორმების თვალსაზრისით აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის გამორჩეული ქვეყანაა. მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე  პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი.

„ტრიოს ფორმატშიც საქართველოს აქვს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, შესაბამისად, ჩვენ კითხვარის ნაწილში გავაკეთეთ მაქსიმუმი. საქართველომ შეასრულა ე.წ. საშინაო დავალება და ვართ მოლოდინში, პირველ რიგში კომისიის ფორმატში დასკვნის ნაწილში. შემდეგ უკვე საბჭოს ფორმატში იქნება განხილვა, როგორ გააგრძელებს საქართველო ევროინტეგრაციის გზას. ჩვენ საქართველოში განხორციელებული რეფორმები გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები